საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2021-11-07
თარიღი 12:00 სთ
მისამართი https://www.facebook.com/events/763793491137899/

აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით საფუძველი დაედო სამეცნიერო სიმპოზიუმების სერიას. პირველი სიმპოზიუმი ეძღვნება აკად. ნინო ჯავახიშვილის ხსოვნას, სახელწოდებით - „საუბრები მორფოლოგიაზე“.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტებს. მეცნიერთა ჯგუფის მიერ შეირჩევა 5 მომხსენებელი, გაიმართება წინასწარი მოსმენა. შეფასდება შემოსული აბსტრაქტების სამეცნიერო ხარისხი და კვლევის მასშტაბი, ნაშრომი აგრეთვე შეფასდება პლაგიატზე. შეფასების პროცესში გამოიყენება სპეციალური კრიტერიუმები. (იხ. თანდართული ფაილი)

 

აბსტრაქტები მიიღება შემდეგი მსიახლეები იმართულებებით:

  • ადამიანის მორფოლოგია და პათოლოგია
  • ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია და ციტოლოგია;
  • კლინიკური ანატომია;
  • ქირურგიული ანატომია;
  • ციფრული (Digital) ანატომია;
  • შედარებითი ანატომია;
  • კლინიკური პათოლოგია, ციტოპათოლოგია, ჰისტოპათოლოგია, მოლეკულური პათოლოგია, იმუნოჰისტოქიმია.
  • ემბრიოლოგია და განვითარების ბიოლოგია;
  • ანთროპოლოგია;
  • ნეირომეცნიერებები;

 

 სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური
 აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა : 30 ოქტომბერი , 2021.
 სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი: 7 ნოემბერი, 2021.

სიმპოზიუმის ვებ-გვერდი და რეგისტრაცია: https://ssstsumd.wixsite.com/online

 სიმპოზიუმთან დაკავშირებული სხვა დეტალები განთავსდება ეტაპობრივად.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/SSSTSUMD ან ელ-ფოსტაზე ssstsumd@tsu.ge

მსგავსი ღონისძიებები